23
აპრილი
Earth Day
დედამიწის დღესთან დაკავშირებული პროექტის „Save the Earth, save your future” („გადაარჩინე დედამიწა, გადაარჩინე შენი მომავალი“) ფარგლებში, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ინგლისურენოვანი ციფრული ჟურნალი დედამიწის დღის აღსანიშნავად.
ჟურნალი მოიცავს მნიშვნელოვან, საინტერესო და სახალისო ფაქტებს დედამიწის და დედამიწის დღის შესახებ:
- კითხვარს;
- ინტერვიუს სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან;
- ინფორმაციას გლობალური დათბობიდან გამომდინარე არსებული ცვლილებებისა და რისკების შესახებ;
- რეკომენდაციებს, თუ როგორ შევამციროთ ჩვენი ეკოლოგიური ანაბეჭდი;
- სხვადასხვა კროსვორდებსა და ციტატებს დედამიწის შესახებ.
ხელმძღვანელი: ინგლისური ენის მასწავლებელი - ნინო ხაჩიძე.